saqarTvelos qedebi - sayorniis qedi
უმაღლესი წერტილი | უსახელო |
კოორდინატები | 42°10`02` ჩ. გ. 45°30`57` ა. გ. |
სიმაღლე | 2902 მ |
სიგრძე | 23 კმ |
კახეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ განშტოება, მდინარეების სტორისა და დიდხევის წყალგამყოფი, სიგრძე 23 კმ. მთავარი მწვერვალებია უსახელო (2902 მ) და საყორნე (2425 მ). აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, შუა მონაკვეთი, ამას გარდა, - ასპიდური ფიქლებითა და დიაბაზებით. ქედის თხემი საფეხურისებრ დაბლდება, ზოგან მოვაკებულია. კალთები ძლიერ დახრილი და დანაწევრებულია. ჩრდილოეთ ნაწილში ცირკები და კარებია. კალთები დაფარულია ფოთლოვანი ტყით, თხემი - სუბალპური ბუჩქნარებითა და მდელოებით, უფრო მაღლა ალპური მდელოთი.